წრის სამუშაო გეგმა
წრის დასახელება--გაწაფული მკითხველები
საგანი ----ქართული
სკოლა--სსიპ ქ.ქარელის N2 საჯარო სკოლა
კლასი--მე-4
მასწავლებელი----ნათელა როინაშვილი
დაწყებით საფეხურზე შეძენილ უნარებს შორის მნიშვნელოვანია კითხვი უნარი.
სწორედ კითხვის უნარის კარგად განვითარე არის სწავლაში მოსწავლის შემდგომი წარმატების
წინაპირობა.ამიტომ სასკოლო განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი მოსწავლეთა
წიგნიერების განვითარების ხელეწყობაა.ეროვნულ სასწავო გეგმის მიხედვით წიგნიერება არის
-,,კითხვის,წერის , ინფორმაციის დამუშავების,
იდეებისა და მოაზრებების გამოთქმის,გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების მოგვარების უნარი ,იმ ცოდნის საფუძველზე,
რომელსაც ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში იძენს.”(ესგ პუნქტი I) . სწორედ დაწყებით კლასებში ხდება კითხვის ტექნიკის დაუფლება. მოსწავლე კითხულობს
იმიტომ, რომ ისწავლოს.კითხვის უნარი კი უშუალო კავშირშია ბავშვის აზროვნების განვითარებაში.კითხვის
დროს ხდება მხატვრული გემოვნების ჩამოყალიბებაც. ,,მოსწავლეები, რომლებსაც სათანადოდ არ განუვითარდათ
კითხვის უნარი-ჩვევები, უჭირთ ამ უნარების გამომუშავება შემდგომ კლასებში“.
გაწაფული კითხვის წრეში გაერთიანდებიან IV კლასის მოსწავლეები, რომლებსაც სურთ ჩამოყალიბდნონ გაწაფულ
მკითხველებთან. მე-4 კლასში გაწაფულმა
კითხვამ სრულფასოვანი სახე უნდა მიიღოს-ამ ეტაპზე მოსწავლემ უნდა შეძლოს, კლასის წინაშე
სასურველი/შერჩეული ტექსტის ხმამაღლა ინტონაციით წაკითხვა.უნდა შეძლოს სასვენი ნიშნების
ფუნქციის შესაბამისად გამოიყენოს ინტონაცია.
მშობლები გაეცნობიან
წრის მუშაობის პროგრამას განრიგს და მიზანს,
მათ დაურიგდებათ წინასწარ გამზადებული ბარათები სადაც შეავსებენ კითხვარებს.
წრის მიზანი:
Ø
გავაანალიზო
რა ფაქტორები ახდენს გავლენას გაწაფული კითხვის უნარის განვითარების შეფერხებაში.
Ø
გამოვყო
და დავადგინო თითოეულ მოსწავლეში ამის გამომწვევი მიზეზი.
Ø
დავგეგმო
დ განვახორციელო ინტერვენციები და შევაფასო მიღებული შედეგები.
Ø
მოსწავლეთა
შესაძლებლობების ფარგლებში შემოქმედებითი, ლოგიკური და კრიტიული სააზროვნო უნარების განვითარების ხელშეწყობა.
Ø
გაგება-გააზრების
უნარის განვითერება
გგაწაფული კითხვის უნარის გამომუშავება.
გგაწაფული კითხვის უნარის გამომუშავება.
წრის სტრუქტურა და სამუშაო რეჟიმი
|
|
წრეში მიიღებიან მე-4 კლასის მოსწავლეები.
ჯგუფებში მოსწავლეთა ოპტიმალური რაოდენობაა
6 -8 მოსწავლე.
|
წრის ფუნქციონირებქ დაიწყება
30 /09 2019-20 სასწავლო წლიდან
და გაგრძელდება ერთი სემესტრის განმავლობაში.
|
წრის ხელმძღვანელი
ნათელა როინაშვილი
|
მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ერთხელ ორშაბათს, ერთი ასტრონომიული საათი
|
მუშაობის განხორციელების პროგრმა:
შერჩეული
ტექსტების გამეორებით კითხვა
კითხვის გაწაფვისთვის ეფექტური საშუალებაა ერთი და იგივე ტექსტის რამდენჯერმე
ხმამაღლა წაკითხვა.თავდაპირველად შეირჩევა
მოკლე მარტივი ტექსტები, რომლებიც შემდეგ თანდათან რთულდება.
დამოუკიდებელი
პრაქსტიკა და პრეზენტაცია
ბავშვებს სჭირდებათ ბევრი ვარჯიში კითხვაში გასაწაფად.პრეზენტაცია
ეხმარება მოსწავლეებს გამომეტყველებიტი კითხვის დაუფლებაში.
დამოუიდებელი
ჩუმი კითხვა სკაფოლდინგით
მოსწვლეები დამოუკიდებლად შარჩევენ ტექსტს და კითხულობენ
ჩუმად დამოუკიდებლად. მასწავლებელი დადის და აკვირდება კიტხვის პროცესს.დროდადრო ჩერდება
რომელიმე მოსწავლესთან და სთხოვს ხმამაღა წაკითხვას.შესაძლებელია შეკითხვების დასმაც.
გაწაფული
კითხვის აქტივობის ბარათები- შესაძლებელია
დამზადდეს 2-3 წინადადებიანი საკითხავი აქტივობის ბარათები.საჭიროების მიხედვით უნდა იცვლებოდეს ამ ბარათზე დატანილი ტექსტი.
გაწაფული /გამართული
კითხვის განმავითარებელი მეთოდები და აქტივობები
კითხვის მატარებელი
მეთოდის გამოყენების დროს მატარებლის ვაგონების მსგავსად
ერთ მწკრივად მდგომი მოსწავლეები მიმდევრობით აგრძელებენ ერთი და იმავე ტექსტს.
ამ დროს მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ:
უშეცდომოდ კითხვის
უნარი
ყურადღების კონცენტრაციის უნარი
მოსმენის უნარი
ფრაზებად
კითხვა
მოსწავლეები ტექსტს კითხულობენ ფრაზება/ულუფებად. გაწაფული
კითხვის დროს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ასო-ასო ან მარცვალ-მარცვალ კითხვის საფეხურის
დაძლევა , არამედ ცალკეული სიტყვების აზრობრივად დაჯგუფება და გამთლიანებულ ფრაზებად
წაკითხვა.
მოსწავლეებს გამოუმუშავდებათ:
სიტყვების ფრაზებად გმთლიანების უნარი
სათანადო ინტონაციით კითხვის უნარი
სასვენი ნიშნებით გათვალისწინებით კითხვის უნარი
წყვილებში კითხვა-მოსწავლეები წყვილებში კითხულობენ ნაცნობ ტექსტს,აფასებნ
როგორც საკუთარ, ისე მეწყვილეს და ცდილობენ და ცდილობენ ერთმანეთს დაეხმარონგაწაფული
კითხვის უნარის დახვეწაში.მეთოდი მოსწავლეებს სტიმულს აძლევს წაიკითხონ იმაზე უკეთესად
ვიდრე ამას ჩვეულებრივად აკეთებენ.
გამეორებითი
კითხვა -გულისხმობს ერთი
და იმავე ტექსტის რამდენჯერმე წაკითხვას.ეს მეთოდი ხელს უწყობს
კითხვის სიჩქარის ზრდას, სიტყვების და ფრაზების უშეცდომოდ კითხვის უნარს,სათანადო
ინტონაციით კითხვის უნარს,ყურადღების კონცენტრირების უნარს.
ხმამაღალი
წაკითხვა შეცდომებით-არის
ეფექტური გზა გაწაფული კითხვის უნარის დასახვეწად.მასწავლებლის მიერ განგებ არასწორად
წაკითხულ ტექსტში შეცდომების აღმოჩენა მოსწავლეებს უვითარებს: სიტყვებისა ფაზების და
უშეცდომოდ წაკითხვის უნარს,ყურადღების კონცენტრირების უნარს, მოსმენის უნარს.
მკითხველის
თეატრი და მისი ვარიაცია -გულისხმობს
მოსწავლეთა მიერ წინასწარ ჩერჩეული ტექსტის როლებში წაკითხვას.საურველია წლის განმავლობაში
არაერთხელ გამეორება. მოსწავლეებს უვითარებს:
სიტყვებისა და ფაზების უშეცდომოდ წაკითხვის
უნარს,ყურადღების კონცენტრირების უნარს, მოსმენისა და მეტყველების უნარს.
კითხვა
ბუქსირით-მასწავლებელი კითხულობს
თვალსაჩინოდ განთავსებულ ტექსტს,მოსწავლეები ექოდ კითხულობენ მის წაკითხულს, მასწავლებელი
მოულოდნელად ცვლის კითხვის ტემპს, მოსწავლეები ცდილობენ მასწავლებისავით წაიკითხონ.
შემდეგ მასწავლებელი ცვილს ტონს და ტემბრს.მოსწავლეებს უვითარებს: უშეცდომოდ წაკითხვის
უნარს,ყურადღების კონცენტრირების უნარს, მოსმენისა და მეტყველების უნარს.
უცნაური
ხმებით კითხვა-ტექსტის
წაკითხვა სხვადასხვა ხმით,ეს მეთოდი ზრდის მოტივაციას და აუმჯობესებს კითხვის ტექნიკას.
სუპერ
სიჩქარე- მოსწავლეები ერთი
წუთის განმავლობაში წყვილებში მორიგეობით კითხულობენ თითო სიტყვას მათთვის გადაცემული
სიტყვების ნუსხიდან.მომდევნო წაკითხვისას ისინი ცდილობენ გააუმჯობესონ შედეგი.
სიტყვის წაკითხვის ტესტი--სიტყვების დეკოდირების და /ან ავტომატურად ცნობის უნარის
შემოწმება.ტესტის ჩასატარებლად
საჭიროა მასწავლებლის ფურცელი, მოსწავლის ფურცელი, საათი ან წამზომი.ტესტი გრძელდება
60 წამი. დასრულების შემდეგ,შემფასებელი დაითვლის სწორად წაკითხული სიტყვების რაოდენობას.
ტექსტის წაკითხვის ტესტი- ამ შემთხვევაში უკვე ყურადღება ექცევა კითხულობდა თუ
არამოსწავლე სასვენი ნიშნების გათვალისწინებით, შესაბამისი ინტონაიით. 60 წუთის ამოწურვის
შემდეგ შემფასებელი ითვლის სწორად წაკითხული სიტყვების რაოდენობას.
კომპიუტერში შექმნილი ზღაპრების დააგზავნა ბუკებში
მიზანი: კომპიუტერის
მიზნობრივად გამოყენება , კითხვის მოტივაციის ამაღლება.
კითხვა ,, ლუფსის“ მეთოდით
მიზანი: საკუთარი წაკითხულის შეფასება, შეცდომების აღმოჩენა
და გამოსწორება, სტიმულის მიცემა, რომ გამოასწორებს შეცდომით წაკითხულ სიტყვებს.
მოსწავლეები შეფასდებიან გაწაფული კითხვის შეფასების
რუბრიკებით, რაც დამეხმარება მოსწავლეების პროგრესის შეფასებაში.
თვალყურს მივადევნებ მოწავლეთა ხმამაღალიკითხვის პროცესს
და ჩანაწერს გავაკეთებ რვეულში, ეს ჩანიშვნები დამეხმარება მოსწავლეთა მიღწევებისა
და საჭიროებების განსაზღვრაში.პრაქტიკული სავარჯიშოების შერჩევაში და მოსწავლეთა დაწყვილებაში.
კრიტერიუმები
|
კარგი
|
საშუალო
|
საჭიროებს
გაუმჯობესებას
|
სწორად კითხულობს
სიტყვებს
|
|||
ყურადღებას აქცევს სასვენ
ნიშნებს
|
|||
კითხულობს გაბმულად
|
|||
კითხულობს ზომიერი ტემპით
|
|||
კითხულობს ინტონაციით
|
გამოყენებული რესურსი:
მხატრული ლიტერატურა, გრაფიკული ორგანიზატორები და სქემები(კითხვისა და
წერის სწავლება დაწყებით საფეხურზეG-PRIED 2015წ. ) ბუკი, power point-ში მომზადებული ტესტები. ეზოპეს ,, ასი იგავი", საბვშვო მოთხრობები. რევაზ ინანიშვილის ,,მოთხრობები", ,,საბავშვო ენციკლოპედია". ნოდარ დუმბაძის მოთხრობები, ლექსები, არჩილ სულაკაურის მოთხრობები და სხვა.
კითხვარი მშობლებისთვის
კითხვარი მშობლებისათვის
სახელი:
გვარი:
მოსწავლის
სახელი და გვარი:
1.თანახმა
ხართ თქვენი შვილი ჩაერთოს საწრეო მუშაობაში?
ა)
დიახ; ბ)არა.
2.
საწრეო მუშაობა ხელს შეუწყობს თქვენი შვილის ცოდნის გაღრმავებას?
ა)
დიახ; ბ) ნაწილობრივ; გ)არა
3. როგორ
ფიქრობთ: თქვენი შვილი ხალისით ჩაერთვება საწრეო მუშაობაში?
4.
რა შედეგს ელოდებით საწრეო მუშაობის დასრულების ბოლოს?
----------------------------------------------------------------------------------------