Thursday, November 14, 2019

მუსიკის წრე

https://docs.google.com/document/d/1QRuofKG199t1GmR3F1qxT5q_XNdCRzC1/edit#heading=h.gjdgxs


მუსიკის წრე
წრის დასახელება :  „ჩვენ გვიყვარს სიმღერა“.
სკოლა : ქარელის N2 საჯარო
სამიზნე ჯგუფი : დაწყებითი საფეხურის მოსწავლეები
ხანგრძლიობა : 2019/20 /   I სემესტრი ყოველ სამშაბათს,  15 სთ-ზე  (ხანგრძლივობა60 წთ)
ხელმძღვანელი :ნათელა როინაშვილი                                  
საწრეო მუშაობის მიზანი : ქართულისაბავშო სიმღერების  მოსმენა და შესწავლა. ხელი შევუწყო მოსწავლეებში შემოქმედებითი უნარ- ჩვევების ჩამოყალიბებას., მუსიკალური სმენისა და მეხსიერების,რიტმის გრძნობის განვითარებას.მოსწავლეებმა შეძლონ სიმღერა, რიტმულ ინტონაციური    სავარჯიშოების შესრულება.მოსწავლეებმა შეძლონ მარტო და სხვებთან ერთად, წყვილებში  გუნდში ერთი და ორ ხმიანი სიმღერების შესრულება.
საწრეო მუშაობის პროფილი:
დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებით დიდია მუსიკის, როგორც საგნის მნიშვნელობა,მაშინ,როდესაც   ბავშვის  ბუნებრივი  უნარები მუსიკის მიმართ არ არის ჩამოყალიბებული.ამ  შემთხვევაში მთავარია ინტერესისა და შემოქმედებითი საწყისის გაღვიძებაა,პატარებს  უჭირთ, მუსიკის აბსტრაქტული აღქმა. ამის გნხორციელება შესაძლებელია შემდეგი აქტივობებით :სიმღერა,ცეკვა, იმპროვიზაცია,თამაში,დაკვირვება  და სხვა.ეს ყველაფერი თავის მხრივ ითვალისწინებს  მოსწავლეთა შემოქმედებით უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას.
მუშაობის დროს მოსწავლეებს შევასწავლი ცნობილი ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილ საბავშო სიმღერებს.წრის საქმიანობაში მონაწილეობა მოსწავლეებს დაუხვეწავს მუსიკალურ გემოვნებას,გაუღრმავებს  ქართული კულტურის სიყვარულს
მოსწავლებთან და მათ მშობლებთან შეთანხმებით დაწყებით საფეხურზე ჩატარდება საწრეო მუშაობა
სასწავლო წლის პირველი სემესტრის განმავლობაში.საწრეო მუშაობის ბოლოს მშობლებს ვთხოვ კითხვარების საშუალებით შეაფასონ წრის მუშაობა.
საწრეო მუშაობის პროგრამა
N
თარიღი
თემა
აქტივობა
რესურსი
1.
01/10/2019
ჯგუფის შერჩევა
·         დავარეგისტრირებ წრის მუშაობაში
მსურველ ბავშვებს,გავაცნობ წრის მუშაობის მიზანს,შეხვედრების განრიგს,პროგრამას.
·         ინდივიდუალურად დაურიგებ წინასწარ გამზადებულ კითხვარებს და ვთხოვ შეავსონ თუ რა მილოდინი აქვთ საწრეო  მუშაობის პროცესში.
·         მინი-ლექცია.ვისაუბრებ ქართველი კომპოზიტორის მერი დავითაშვილის შემოქმედების შესახებ,მოვასმენინებ სიმღერას : „დილა მშვიდობისა“

საწრეო მუშაობის მიზანი ,
საწრეო მუშაობის პროგრამა, კითხვარი მოსწავლეებისათვის.
კომპიუტერი,მოსასმენი მასალა მ. დავითაშვილი “დილა მშვიდობისა“
2.
03/10/2019
სიმღერის „შხაპუნა“ შესწავლა
მოსწავლეები სწავლობენ სიმღერის მელოდიას და რიტმულ მოძრაობას.
კომპიუტერი .
მუსიკა:  მ.მერაბიშვილი
ტექსტი:  ც.ცქიტიშვილი
3.
08/10/2019 წ
სიმღერის „ საათი“ შესწავლა
მოსწავლეები სწავლობენ სიმღერის მელოდიას და რიტმულ მოძრაობას.
კომპიუტერი.ხმის გამაძლიერებელი.
მუსიკა: გ.ცაბაძე
ტექსტი:დ. გვიშიანი
3.
22/10/2019 წ
სიმღერის“ცისარტყელები“ შესწავლა
მოსწავლეები სწავლობენ სიმღერის მელოდიას და რიტმულ მოძრაობას.
კომპიუტერი ,ხმის გამაძლიერებელი
მუსიკა : ა. ბასილაია
ტექსტი: ა. გელოვანი
4.
10/10/2019 წ
სიმღერის“ დო,რე,მი.“ შესწავლა
მოსწავლეები ასრულებენ ე.წ. ვოკალიზმს,შეისწავლიან სიმღერის ტექსტს და მელოდიას.
კომპიუტერი
მუსიკა : გ. ჭიჭინაძე
ტექსტი : ს. მირიანაშვილი
5.
15/10/2019 წ
რიტმული სავარჯიშოს“cup song” შესწავლა
მოსწავლეები ჯგუფური მუშაობის საშუალებით შეისწავლიან რიტმულ სავარჯიშოს
ერთჯერადი ჭიქები, კომპიუტერი.
6.
17/10/2019 წ
სიმღერის „კომში,კომში...“
 შესწავლა
ტექსტს და მელოდიამოსწავლეები სწავლობენ სიმღრის ს.
კომპიუტერი.ხმის გამაძლიერებელი
ტექსტი :ნ. ჩაჩავა
მუსიკა : ლ .იაშვილი
7.
22/10/2019 წ
სიმღერის  „ანო და ვანო“ შესწავლა
ტექსტს და მელოდიამოსწავლეები სწავლობენ სიმღრის ს.
კომპიუტერი ხმის გამაძლიერებელი
მუსიკა : ვ. კახიძის
ტექსტი : ჯ . ჩარკვიანი
8.
24/10/2019 წ
სიმღერის „პატარა მატარებელო ‘’ შესწავლა
მოსწავლეები ასრულებენ ე.წ. ვოკალიზმს,შეისწავლიან სიმღერის ტექსტს და მელოდიას.
კომპიუტერი,ხმის გამაძლიერებელი
მუსიკა :  მ . დავითაშვილი
ტექსტი : თ. აბაშიძე
9.
29/10/2019 წ
რიტმული კომპოზიციის „ Sevens” შესწავლა
მოსწავლეები ჯგუფური მუშაობის საშუალებით შეისწავლიან რიტმულ კომპოზიციას
სკამები
10.
31/10/2019 წ
სიმღერის  „თბილისის დილა“ შესწავლა
მოსწავლეები ასრულებენ ე.წ. ვოკალიზმს,შეისწავლიან სიმღერის ტექსტს და მელოდიას.
კომპიუტერი,ხმის გამაძლიერებელი
მუსიკა : მ. დავითაშვილი
ტექსტი : შ ფორჩხაძის
11.
05/11/2019 წ
სიმღერის “ ახალო ,წელო“ შესწავლა
მოსწავლეები ასრულებენ ე.წ. ვოკალიზმს,შეისწავლიან სიმღერის ტექსტს და მელოდიას.
კომპიუტერი ხმის გამაძლიერებელი
მუსიკა : მ. ოთიაშვილი
ტექსტი : თ. ცინცაძე
12
07/11/2019ს.წ
სიმღერის „ფიფქებო“ შესწავლა
მოსწავლეები ასრულებენ ე.წ. ვოკალიზმს,შეისწავლიან სიმღერის ტექსტს და მელოდიას.
კომპიუტერი,ხმის გამაძლიერებელი
მუსიკა  და ტექსტი :  გ. დარახველიძე
13
12/11/2019ს.წ
რიტმული კომპოზიციის  “clup  song”
მოსწავლეები ჯგუფური მუშაობის საშუალებით შეისწავლიან რიტმულ კომპოზიციას

14
14/11/2019ს.წ
სიმღერის „საქანელა“ შესწავლა
მოსწავლეები ასრულებენ ე.წ. „ვოკალიზმს“,შემდეგ შეისწავლიან სიმღერის მელოდიას და ტექსტს.
კომპიუტერი,ხმის გამაძლიერებელი.
მუსიკა : ი.გურგულია
15
19/11/2019ს.წ
სიმღერის  „ფიფქებო“შესწავლა
მოსწავლეები შეისწავლიან სიმღერის მელოდიას და ტექსტს
კომპიუტერი,ხმის გამაძლიერებელი
ტექსტი და მუსიკა : გ. დარახველიძე
16
21/11/2019ს.წ
სიმღერის“ თეთრი გვირილა“ შესწავლა
მოსწავლეები შეისწავლიან სიმღერის მელოდიას და ტექსტს
კომპიუტერი,ხმის გამაძლიერებელი
ტექსტი და მუსიკა  : ი. გურგულია
17
26/11/2019ს.წ
სიმღერის „ მხიარული გაზაფხული“შესწავლა
შეხვედრაზე მოსწავლეები შეისწავლიან სიმღერის მელოდიას და ტექსტს.
კომპიუტერი, ხმის გამაძლიერებელი
ტექსტი და მუსიკა  : მ . ოთიაშვილი
18
28/11/2019ს.წ
მოსასმენი მასალა
ბოლო შეხვედრაზე მოსწავლეები ფლეშ მეხსიერების ბარათის სშუალებით მოისმენენ საწრეო შეხვედრებზე შესწავლილ სიმღერებს

ფლეშ მეხსიერების ბარათი













No comments:

Post a Comment